შაბათი, 21.06.2025, 20:15მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » ბატი
14:38
ბატი
გარეული ბატი
საქართველოს ფაუნის შემადგენლობაში უმთავრესად ორი სახისაა, რუხი და თეთრ შუბლა.
ჩვენს ტერიტორიაზე რუხი ბატი ჩრდილოეთიდან შავი ზღვის სანაპირო გზით მოფრინავს და დიდი გუნდების სახით მიემართება ჯავახეთის ზეგანის ტბებისაკენ, სადაც ხანგრძლივად რჩება. აქ არამარტო წყალსატევები არამედ მობიბინე საშემოდგომო ნათესები უხვი საკვებია რუხი ბატისათვის.

ამავე გზით საქართველოს ესტუმრება თეთრშუბლა ბატი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იგი რუხ ბატზე უფრო ადრე მოდის და ადრევე სტოვებს ჩვენს ქვეყანას. გადაფრენას იგი უფრო ღამით აწარმოებს.
ჩვენში თეთრშუბლა ბატი უმთავრესად ნოემბერში გვხვდება კუმისის ტბაზე. მაგრამ მცირე საკვების გამო იგი აქ დიდხანს არ რჩება და მალე უკეთესი ადგილისაკენ მიემართება.
გარეულ ბატს ჩვენი მონადირეები უმთავრესად ჩასაფრებით, თოფით მოიპოვებენ, რისთვისახ ხმარობენ მსხვილ საფანტს ან 0-2 ნომერს.
წყალზე მოცურავე ფრინველები: გედი საქართველოს წყალსატევებზე გვხდება ორი სახის მყივანა და წითელ ნისკარტა. ეს გედები გადამფრენი არიან, მაგრამ მათი ნაწილი ჩვენშიაც ზამთრობს შავ ზღვაში ჩამავალი მდინარეების შესართავებში და ზღვის ახლო მდებარე ტბებზე, განსაკუთრებით პალიასტომზე.
მყივანა გედი საბუდრად მიყრუებული ტბების ხალიან ადგილებს ირჩევს; აქ ის იკეთებს ბუდეს, რომელშიხ 4-6კვერცხს დებს. კრუხად ზის მხოლოდ დედა. ბარტყების გამოჩეკას 4_ დღეს უნდება. გამოჩეკის თანავე მშობლებს ისინი ჩალიანიდან მდინარეზე გადაჰყავთ.
მყივანა გედი გარეგანი შესახედაობით ისეთი ლამაზი არ არის , როგორხ წითელნისკარტა, ვინაიდან გრძელი ყელი მას სწორედ უჭირავს, მაგრამ მისი ხმა გაცილებით უფრო მელოდიურია, ვიდრე წითელნისკარტასი.
კატეგორია: მონადირეებს რჩევები | ნანახია: 730 | დაამატა: nadiroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz