შაბათი, 21.06.2025, 18:35მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ივნისი 2025  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » ნადირობა ფრინველებზე
                                                                               საქართველოში ძირითადად გვხვდება სწორედ ბატების ეს წარმომადგენლები.მათი საშუალო ზომა 2-3კილოა.ძალიან ძლიერი და ფრთ
ხილი ფრინველია.ძირითადად გვხვდება წყალსაცავებზე.ჯანდარაზე ხშირად დაინახავთ და მოისმენთ მათ ხმას, მაგრამ სასროლ მან
ძილზე თითქმის ვერასდროს მიხვალთ.ამიტომაც მასზე უპირატესად ნადირობენ ჩასაფრებით,სატყუარების გამოყენებით.
ეს ფრინველიც გადამფრენია.საკვებად უაღესად გემრიელი და ნოყიერია.
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 765 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

მყვირალა იხვი

იხვის ეს სახეობა ძალიან გავრცელებულია საქართველოში.მას უწოდებენ ნამდვილ იხვს,ასევე მდინარის იხვს.მისი წონა 800გრამიდან
2 კოლოგრამამდეა.როგორც ყველა იხვი ესეც მშვენივრა ცურავს,მაგრამ ნაკლებად ყვინთავს.მაგრამ თუ დაჭერით,შეუძლია ჩაყვი
ნთოს და რამოდენიმე ათეული მეტრი წყალქვეშ გაცუროს.სწრაფად დაფრინავს მისთვის დამახასიათებელი სტვენისებრ ხმით.
ამ ჯიშის იხვს მამრს ახასიათებს მუქი მომწვანო-მოლურჯო მბზინავი კისერი.მდედრი კი უფრო ყავსიფერ ფერებშია.
გადამფრენი ფრინველია.საქართველოში ძირითადად გვხვდება კახეთის მდინარეებსა და წყალსაცავებზე.ასევე დასავლეთში.ფოთი.
ძალიან გემრიელია, პნევმო იარაღით ნადირობა ჯერ არმიცდიამ.იმედია არანაკლებ აზარტული იქნება ვიდრე ცეცხლსასროლით.
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 824 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

  ჩხიკვი                    ფრინველი რომელიც ძალიან                                   ცნობისმოყვარეა და ხშირად                                          ხდება ამის მსხვერპლი. ბინადრობს ტყის პირას,პარკებსა   და სკვერებში.                                                                      
იწონის-160-260-გრამს. მისი შეფერილობა გამორიცხავს მის სხვა ფრინველებში არევ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 2582 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

შავი შაშვი

შაშვი საქართველოში ძალიან გავრცელებული ფრინველია.კერძოდ შავი შაშვი. იგი ბინადრობს როგორც ტყეში ასევე მინდორში,სადაც
ბევრი ბუჩქნარია. იკვებება კენკრით და სხვადასხვა მწერებით.ძირითადად მიწაზე ცხოვრობს.არ უყვარს დიდი გადაფრენები.
ძალიან მოხერხებული და მოუხელთებელია მონადირისთვის.სხვა შაშვებისგან განსხვავებით შავი შაშვი ბუდეს მიწაზე, ან ამაღლებულ
ბუჩქსა თუ კუნძებზე იკეთებს. ძალიან გემრიელი და სასარგებლოა,განსაკუთრებით ზამთარში.
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 964 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

ბოლოშავა

ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში - კენკრით. მოძრაობენ გუნდებად, შაშვზე ოდნავ მოზრდილი ფრინველია, მოსანადირებლად ძალიან იოლი და ძალიან გემრიელია. უყვარს ხურმა, კარალიოკი და სხვა.
ბოლოშავას მოსაპოვებლად საჭიროა 7-8 ნომერი საფანტი.
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 702 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

ჩხართვი

ჩხართვი (Turdus viscivorus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს (ყველაზე დიდია ევროპული შაშვების გვარში). აქვს მორუხო-მურა ფერის ზურგი, თეთრი, მუქხალებიანი მუცელი, გავრცელებულია ევროპისა და აზიის წიწვიან (ჩრდილოეთით) და ფოთლოვან ტყეებში (აღმოსავლეთით საიანებემდე, სამხრეთით ჰიმალაიამდე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში), საქართველოში ბინადრობს, ხეზე ბუდობს. დებს 4-5 კვერცხს. ინკუბაცია 2 კვირას გრძელდება. იკვებება უხერხემლოებით, კენკრით. სპორტული ნადირობის ობიექტია.
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 2390 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

ოჯახი: შაშვისებრნი
გარეგნული აღწერილობა: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა
შაშვების გვარში. მამრი მთლიანად შავია, ნარინჯისფერი ნისკარტით და არშიით თვალის გარშემო. მდედრი ზემოდან მუქი ყავისფერია, ქვემოდან - ღია. მამრისგან განსხვავებით მისი ნისკარტი მუქია. ახალგაზრდა ფრინველი მდედრს წააგავს, თუმცა უფრო მოწითურია და უხვადაა ქვემოდან დაკოპლილი. დაფრინავს სწრაფად, არასწორხაზოვნად. მამრი შესანიშნავად გალობს.
კვება: მის საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, ლოკოკინები, ნაირგვარი მწერები, კენკრა და ხილი.
საბინადრო გარემო: ბინადრობს თითქმის ყველანაირი ტიპის ტყეებში, კარგად განვითარებული ქვეტყით, ბაღებში, პარკებსა და ღია ბუჩქნარებში. საქართველოში მობინადრეა, საკმაოდ ბევრი გვხვდება. ბუდეს იკეთებს ძირითადად ბუჩქნარსა და ეკლიან გაუვალ ადგილებში. ასევე გვხვდება სხვა ხეებზეც: თხილი, მსხალი და ა.შ. დებს 4 ცისფერ, დაწინწკლულ კვერცხს. ბარტყები ხშირად ადრე ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 1047 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

ოჯახი: შაშვისებრნი
გარეგნული აღწერილობა: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა
შაშვების გვარში. მამრი მთლიანად შავია, ნარინჯისფერი ნისკარტით და არშიით თვალის გარშემო. მდედრი ზემოდან მუქი ყავისფერია, ქვემოდან - ღია. მამრისგან განსხვავებით მისი ნისკარტი მუქია. ახალგაზრდა ფრინველი მდედრს წააგავს, თუმცა უფრო მოწითურია და უხვადაა ქვემოდან დაკოპლილი. დაფრინავს სწრაფად, არასწორხაზოვნად. მამრი შესანიშნავად გალობს.
კვება: მის საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, ლოკოკინები, ნაირგვარი მწერები, კენკრა და ხილი.
საბინადრო გარემო: ბინადრობს თითქმის ყველანაირი ტიპის ტყეებში, კარგად განვითარებული ქვეტყით, ბაღებში, პარკებსა და ღია ბუჩქნარებში. საქართველოში მობინადრეა, საკმაოდ ბევრი გვხვდება. ბუდეს იკეთებს ძირითადად ბუჩქნარსა და ეკლიან გაუვალ ადგილებში. ასევე გვხვდება სხვა ხეებზეც: თხილი, მსხალი და ა.შ. დებს 4 ცისფერ, დაწინწკლულ კვერცხს. ბარტყები ხშირად ადრე გადმოდიან ბუდიდან, მაშინ როცა ფრენა ჯერ კიდევ არ იციან და მათ მშობლები ბუდის გარეთ კვებავენ მანამ სან ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 783 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 918 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 786 | დაამატა: nadiroba | თარიღი: 22.11.2011

1 2 »
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz