შაბათი, 21.06.2025, 23:38მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » შაშვი
15:28
შაშვი
ოჯახი: შაშვისებრნი
გარეგნული აღწერილობა: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა
შაშვების გვარში. მამრი მთლიანად შავია, ნარინჯისფერი ნისკარტით და არშიით თვალის გარშემო. მდედრი ზემოდან მუქი ყავისფერია, ქვემოდან - ღია. მამრისგან განსხვავებით მისი ნისკარტი მუქია. ახალგაზრდა ფრინველი მდედრს წააგავს, თუმცა უფრო მოწითურია და უხვადაა ქვემოდან დაკოპლილი. დაფრინავს სწრაფად, არასწორხაზოვნად. მამრი შესანიშნავად გალობს.
კვება: მის საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, ლოკოკინები, ნაირგვარი მწერები, კენკრა და ხილი.
საბინადრო გარემო: ბინადრობს თითქმის ყველანაირი ტიპის ტყეებში, კარგად განვითარებული ქვეტყით, ბაღებში, პარკებსა და ღია ბუჩქნარებში. საქართველოში მობინადრეა, საკმაოდ ბევრი გვხვდება. ბუდეს იკეთებს ძირითადად ბუჩქნარსა და ეკლიან გაუვალ ადგილებში. ასევე გვხვდება სხვა ხეებზეც: თხილი, მსხალი და ა.შ. დებს 4 ცისფერ, დაწინწკლულ კვერცხს. ბარტყები ხშირად ადრე გადმოდიან ბუდიდან, მაშინ როცა ფრენა ჯერ კიდევ არ იციან და მათ მშობლები ბუდის გარეთ კვებავენ მანამ სანამ ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას არ დაიწყებენ.
გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო

მამალი ინდივიდი



 დედალი ინდივიდი 



 ბუდე კვერცხებით
 


 ბარტყები 

კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე | ნანახია: 1048 | დაამატა: nadiroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz