კვირა, 22.06.2025, 00:20 | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » შაშვი
|
ოჯახი: შაშვისებრნი გარეგნული აღწერილობა: ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა შაშვების გვარში. მამრი მთლიანად შავია, ნარინჯისფერი ნისკარტით და არშიით თვალის გარშემო. მდედრი ზემოდან მუქი ყავისფერია, ქვემოდან - ღია. მამრისგან განსხვავებით მისი ნისკარტი მუქია. ახალგაზრდა ფრინველი მდედრს წააგავს, თუმცა უფრო მოწითურია და უხვადაა ქვემოდან დაკოპლილი. დაფრინავს სწრაფად, არასწორხაზოვნად. მამრი შესანიშნავად გალობს. კვება: მის საკვებს წარმოადგენს ჭიაყელები, ლოკოკინები, ნაირგვარი მწერები, კენკრა და ხილი. საბინადრო გარემო: ბინადრობს თითქმის ყველანაირი ტიპის ტყეებში, კარგად განვითარებული ქვეტყით, ბაღებში, პარკებსა და ღია ბუჩქნარებში. საქართველოში მობინადრეა, საკმაოდ ბევრი გვხვდება. ბუდეს იკეთებს ძირითადად ბუჩქნარსა და ეკლიან გაუვალ ადგილებში. ასევე გვხვდება სხვა ხეებზეც: თხილი, მსხალი და ა.შ. დებს 4 ცისფერ, დაწინწკლულ კვერცხს. ბარტყები ხშირად ადრე გადმოდიან ბუდიდან, მაშინ როცა ფრენა ჯერ კიდევ არ იციან და მათ მშობლები ბუდის გარეთ კვებავენ მანამ სანამ ისინი დამოუკიდებელ ცხოვრებას არ დაიწყებენ. გავრცელების ადგილი: მთელი საქართველო
მამალი ინდივიდი
დედალი ინდივიდი
ბუდე კვერცხებით
ბარტყები
|
კატეგორია: ნადირობა ფრინველებზე |
ნანახია: 784 |
დაამატა: nadiroba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
 |  |