შაბათი, 21.06.2025, 19:26მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » ძაღლის გაწვრთნა
16:28
ძაღლის გაწვრთნა
            აპორტი!” ბრძანების სწავლება  

აპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს ვარჯიშს გარეგანი სიმარტივისა და ილეთის სირთულის არარსებობის მიუხედავად.

სირთულეები: აღგზნებადობისა და შეჩერების მონაცვლეობა შედარებით მცირე დროში. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი განიცდის საწინააღმდეგო მდგომარეობების მკვეთრ და არაერთჯერად ცვლილებას. არასაკმარისად გაწონასწორებული პროცესების მქონე ძაღლისათვის ეს ძალიან სერიოზული გამოცდა ხდება.

ლეკვისთვის ადრეულ ასაკში ამ ილეთის სათამაშო მეთოდის სახით გამოყენებით, ჩვენ ვაძლიერებთ აღგზნებადობის პროცესებს, შემდეგ გვიხდება მათი შეკავება, საყოველთაოდ კი ცნობილია, რომ გადაჩვევა ყოველთვის უფრო რთულია სწავლაზე და შედეგი, ასეთ შემთხვევაში, უარესი იქნება. ჩვენ ვაბრაზებთ ძაღლს საგნით, "ვაცოცხლებთ” მას. ვამარაგებთ მიმზიდველი სურნელებით, ანუ, საგანი გარდაიქმნება "ნადავლად”. სწორედ ამის გამო ირთვება დევნისა და დაჭერის უპირობო პროცესი, მაგრამ მას აქვს ასეთივე უპირობო გაგრძელება – ნადავლის მოკვლა და შეჭმა, სწორედ ამის გამო ხდება ძაღლის თამაში საგანთან, მასთან გაქცევის, დაწოლისა და ღრღნის და ა.შ. მისწრაფება. ცხადია, მონადირულ ძაღლებს ეს სტადიები მკვეთრად აქვთ გამოკვეთილი. მწევარი ნადავლს იჭერს და კლავს, მაგრამ არ აზიანებს, სეტერი ძებნის და მოაქვს, მაგრამ კლავს მონადირე; ლაიკა ზვერავს ან იწყებს ბრძოლას, მაგრამ არ მოაქვს ან მოაქვს მონადირის მიერ მოკლული ნადირი; მეძებარი მიყვება ნაკვალევს, მაგრამ არ ეხება მოკლულ ცხოველს და ა.შ. ამით ხდება ნადირის დაგლეჯვის და შეჭმის თავიდან აცილება.

გონივრულად მიგვაჩნია სპორტული ძაღლის მომზადებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიციელი ძაღლების წვრთნა გერმანიაში XIX-XX საუკუნეებში, რომელიც რობერტ გერსბახის მიერაა აღწერილი.

ლეკვის თამაში ჯოხით, სათამაშოებით, ბურთით და ა.შ აუცილებელია მისი განვითარებისათვის და მათი აკრძალვა სისულელეა. მაგრამ: თამაშისას არ შეიძლება სხვა ნებისმიერი სიტყვების გამოყენება, ნორმატიული ბრძანებების გარდა: "მოიტანე”, "მომაწოდე”, "დაანებე” და ა.შ. მაგრამ არა "აპორტი” და "მომეცი”, რადგანაც ძაღლი ძალზე მჭიდროდ უკავშირებს საკუთარ ქმედებებს ნივთებს; შემთხვევით არ უნდა მოხდეს ძაღლის შეცდომაში შეყვანა არასწორად წარმოთქმული ბრძანებით.

1 სტადია.

ა). ძაღლი საწყის მდგომარეობაშია: ზის ფეხთან. "აპორტის” ბრძანების მიცემისას, ძაღლს უხსნიან ხახას, რისთვისაც მარცხენა ხელით უჭერენ ზედა ტუჩს ეშვებთან, მარჯვენა ხელით კი უდებენ ნივთს, მარცხენა ხელით უჭირავთ ძაღლის ქვედა ყბა, რითაც არ აძლევენ ნივთის გადმოგდების საშუალებას. 2-3 წამის შეკავების შემდეგ აძლევენ ბრძანებას "მომეცი”, ძაღლი ხსნის კბილებს და ართმევენ ნივთს. გერსბახი გვირჩევს პირველი ნივთის სახით ძაღლს შევთავაზოთ მწვრთნელის ხელი ტყავის ხელთათამანში. ტყავი ძაღლში არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო მწვრთნელი გრძნობს, თუ რამდენად მჭიდროდ უჭირავს ძაღლს იგი. ცხადია, სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი ნივთი უნდა იყოს ძაღლისათვის სასიამოვნო და არ იწვევდეს მასში ღეჭვის და ყლაპვის სურვილს.
აუცილებლად შეინარჩუნეთ პაუზა საგანთან შეხებასა და "მომეცი” ბრძანებას შორის.

ბ). ძაღლი ბრძანებაზე აღებს ხახას და იღებს სხვადასხვა ნივთს, უჭირავს ისინი და იძლევა მათ ბრძანებაზე. საჭიროა გააფრთხილოთ (ქვედა ყბაზე მსუბუქი მორტყმით) ნივთის დაღეჭვის ან თვითნებურად დაგდების მცდელობა.

გ). ხახაში ნივთის გაჩერება დაიყვანება 5 წუთამდე.

დ). ძაღლი ხახაში საგანთან ერთად ასრულებს ბრძანებას "გვერდით”, ადგილზე და მოძრაობისას მობრუნებას.

ე). ხდება ძაღლის დაძახება შეჩერების პოზიციიდან, იგი ასრულებს ბრძანებას "ჩემთან” ხახაში ნივთთან ერთად.

მე-2 სტადია.

ა). საგნის მიტანა ძაღლის დრუნჩთან ხდება ისე, რომ "აპორტი” ბრძანების შესრულებისათვის მას მოუწიოს კისრის გამოწევა და ნივთის აღება. ბრძანებას თან სდევს შეჩერება!

ბ). ნივთს დებენ ძაღლის წინ.

გ). ნივთს აგდებენ ძაღლის წინ.

დ). თანდათანობით იზრდება მანძილი და შეჩერება. ამასთან მუდმივად მეორდება გ), დ), ე) ვარჯიშები პირველი სტადიიდან. იცვლება ნივთები, მათი ფორმა, წონა, ფაქტურა.

მე-3 სტადია.

ა). ნივთს დებენ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლმა იგი სუნის მიხედვით უნდა მოძებნოს (ბალახი, თოვლი და ა.შ.).

ბ). ნივთის ძებნა საჭირო სუნით. თავიდან მწვრთნელის ნივთს წინასწარ დებენ (ძაღლმა არ უნდა ნახოს სად) და მცირე ხნის შემდეგ ძაღლი მიჰყავთ და უშვებენ ნივთის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით.
შემდეგ მწვრთნელის ნივთს ასევე წინასწარ ათავსებენ ანალოგიურ ნივთებში. ამასთან შეიძლება საგნების ძებნა და თანმიმდევრული დაყნოსვა სხვადასხვა ნივთებში.როდესაც თანმიმდევრული დაყნოსვა დამუშავებულია ავტომატიზმამდე, შეიყვანება უცხო სუნი; სუნის დიფერენციაცია ხდება ერთადერთი გართულება ძაღლისათვის, და ძაღლს შეუძლია მასზე კონცენტრირება.
                  კურცხაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცხაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცხაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.

გამოყენება
ყველაზე კარგად კურცხაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცხაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი)

ზოგადი გარეგნობა
სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.

ყოლისა და მოვლის თავისებურებები
იმის გამო, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნადირობისათვის გამოიყენება, მოშენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ძაღლების სამუშაო თვისებებზე ნადირობის სხვადასხვა სახეობაში მათი გამოყენების გათვალისწინებით. ჯიში საჭიროებს სახლის წვრთნას და დაგეშვას თავისუფალი ნადირის მიხედვით.
                                                                                         
 დათხარი                 სიმაღლე:ხვადი 63-68 სმ, ძუ 58-66სმ.
წონა:ხვადი 35-45 კგ, ძუ 28-35კგ
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12– 14 წელი
წარმომავლობა:გერმანია

წარმომავლობა
დრათხაარი გამოიყვანეს გერმანიაში მე–19 საუკუნეში. მისი უახლოესი ნათესავები არიან კურცხაარი და ლანგხაარი. მისი ოფიციალური სტანდარტი მიიღეს 1924 წელს.

ჯიშის აღწერა
დრათხაარს აქვს განიერი მკერდი, საშუალო ზომის ჩამოყრილი ყურები, ოვალური მუქი ფერის თვალები, კუდი კუპირებული. შეფერილობა მუქი ყავისფერი სერი ლაქებით.

ხასიათი
ეს მშვენიერი მეგობრული ძაღლი თავისუფლად შეგიძლია იყოლიოთ სახლში. დრათხაარი არის ძალიან გონიერი დამჯერი და მშვენივრად უგებს ოჯახის ნებისმიერ წევრს. არის გაზონასწორებული ძალიან ტემპერამენტიანი და ენერგიული. უყვარს ბევრი სეირნობა.

დანიშნულება
დრათხაარი უნივერსალური მონადირე ძაღლია. მას წარმატებით იყენებენ როგორც ფრინველზე სანადიროდ ასევე დიდ ნადირზე.
                                                                                         
                 


პოინტერი წარმოადგენს მეძებართა ერთერთ უძველეს ჯიშს. ეს არის ელეგანტური ძაღლი კეთილშობილი გარეგნობით. სამართლიანად ითვლება ერთერთ გამორჩეულ ჯიშად. მისი წარმოშობის შესახებ ცნობილია, რომ მისი თავდაპირველი სამშობლო იყო ესპანეთი და არა ინგლისი. ვარაუდობენ, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთის ოფიცრებმა ესპანეთის ტახტისთვის ომის შემდეგ, გამოიყვანეს ესპანეთიდან ძველესპანური მეძებრები. ,,პერრო-დე-პუნტა” (რაც ნიშნავს ,,ძაღლი ნაბულზე”), რომლებისგანაც შემდეგ ბრიტანელმა სელექციონერებმა საგულდაგულო შერჩევის და სხვა ჯიშებთან, კერძოდ ფოქსაუნდთან შეჯვარების გზით, გამოიყვანეს თანამედროვე პოინტერი, გასული საუკუნის დასაწყისში. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომელიც გვიამბობს, რომ პოინტერი არის აბორიგენი ინგლისური ჯიში, რომელიც ჩამოყალიბდა ბრიტანეთის კუნძულზე, გამოყვანილი, როგორც ყველა მეძებარი, მეძებართა იმ ჯგუფებისგან, რომლებსაც მუტაციის შედეგად გაუჩნდათ ნაბულის კეთების უნარი. ამაზე მეტყველებს მისი სახელწოდებაც "To Point” (ნაბულის კეთება).

როგორიც არ უნდა იყოს პოინტერის წარმოშობა, ერთი უდავოა, პოინტერი გამოირჩევა არაჩვეულებრივი ალღოთი, სწრაფი შორეული და ფართო ძებნით, მტკიცე ნაბულით. ნანადირევის ნებისმიერ სუნზე მყისიერი რეაქციით.

თავის სამშობლოში პოინტერს მონადირისთვის მოკლული ნანადირევის მიტანას არ აიძულებენ, რათა არ გაუფუჭონ მტკიცე ნაბული. ამ მიზნისთვის ინგლისში გამოიყენება სპეციალიზირებული მომწოდებლები. "აპორტიერები” რომლებსაც რეტრივერებს უწოდებენ.

პოინტერის გამოჩენილი უნარები მალევე გახდა ცნობილი ევროპის კონტინენტზე და უკვე გასული საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს პოინტერების გაყვანა ინგლისიდან სხვა ქვეყნებში. თითქმის ყველა კონტინენტურმა მეძებარმა იგრძნო თავის თავზე ამ ჯიშის გამაკეთილშობილებელი გავლენა.

უნივერსალურობისკენ სწრაფვამ პოინტერისგან ყოველმხრივ განვითარებული ძაღლი შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პოინტერი შედარებით სწრაფად სწავლობს კვალზე გასვლას და აპორტირებას, მის ძირითად სტიქიად მაინც ძებნა და ნაბული რჩება.

სტანდარტი:

თავი და ქალა: ქალა საშუალო სიგანის და შესაბამის შეფარდებაში დრუნჩის სიგრძესთან. შუბლიდან დრუნჩისკენ გადასვლა მკვეთრად გამოხატული; კეფის ბორცვი კარგად განვითარებული; ცხვირის წვერი და ქუთუთოები მუქი; ნესტოები ფართო, რბილი და სველი, ცხვირი ოდნავ აპრეხილი; ღაწვის ძვლები ნაკლებად გამოწეული; ტუჩები რბილი და კარგად განვითარებული.
თვალები საშუალო სიდიდის, კარგად დაყენებული; ფერი – ყავისფერი ან ღია ყავისფერი (დამოკიდებული ბეწვის ფერზე); მზერა – ჭკვიანი, მშვიდი. ყურები – დაშვებული, საშუალო სიგრძის, ბოლოებისკენ დავიწროებული, დაყენებული შედარებით მაღლა და წინა მხრით ღაწვებზე მჭიდროდ მიკრული.

ტანი: მკერდი ოვალური ფორმის, განიერი; ნეკნები წელის მიმართუებით გაფართოებული; ზურგი – მოკლე, ძლიერი, დაკუნთული და ოდნავ ამობურცული; გავა – კარგად ფორმირებული, დაკუნთული, ფართო.

წინა კიდურები: ბეჭები გრძელი, ირიბად დაყენებული; კუნთები კარგად განვითარებული, რელიეფური.

უკანა კიდურები: თეძოები ფართო და დაკუნთული; წვივები – გრძელი; მუხლის სახსრები კარგად მომრგვალებული.
თათები – ოვალური ფორმის, კარგად შეკუმშული თითებით და უხეში ბალიშებით.
კუდი – საშუალო სიგრძის, სათავეში ფართო, ბოლოსკენ დავიწროებული, მოკლე ბეწვით დაფარული; როდესაც ძაღლი მოძრაობს კუდს უნდა აქიცინებდეს აქით-იქით.

ბეწვი – წვრილი, უხეში, პრიალა, თანაბრად განაწილებული მთელ ტანზე.

შეფერილობა – უფრო ხშირია თეთრი – ყვითელი, აგურისფერი, ყავისფერი ან შავი ლაქებით. დასაშვებია ერთი ფერის შეფერილობაც და სამფეროვნებაც.


ინგლისური სეტერი                                                                                                                                                                      ინგლისური სეტერი გამოყვანილ იყო გრძელბეწვიანი ინგლისური მეძებრისაგან, რომელიც ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში გამოყავდათ შეფერილობის გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ სამუშაო გამოყენებისთვის. 1830 წლიდან დაიწყეს სეტერების გამოყვანა შეფერილობის მიხედვით. ასე მაგალითად: ირლანდიაში ჭარბობდნენ წითელწინწკლებიანი ძაღლები, სამხრეთ ინგლისში – თეთრი, შავი, ყავისფერი და ნარინჯისფერი – ყვითელი ლაქებით; ხოლო შოტლანდიაში – შავი, წითური ელვარებით. 

თეთრი სეტერის (ე.წ. ინგლისურის) გამოყვანაში დიდი დამსახურება მიუძღვის ინგლისელ მენაშენეს (ძაღლ. მომშენებელს) ლავერაკს. რომელსაც ისინი დიდი რაოდენობით გამოჰყავდა და ახლო ნათესაური გამრავლების გზით დაამკვიდრა თავისი ტიპი იმ ჯიშში, რომელიც დღემდე შემორჩა. ამიტომ ხშირად ინგლისურ სეტერს ლავერაკს უწოდებენ. ინგლისური სეტერი კეთილშობილი, ლამაზი ძაღლია, ძალიან ძლიერი ალღოთი, სწრაფი სვლით და შორს ძებნის უნარით, მტკიცე ნაბულით, რომელიც ხასიათდება იმით, რომ ნანადირევს წინ ჩაუჯდება. აქედან მოდის სეტერის სახელწოდება ( "To Set” – დაჯდომა).

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: მშვიდი, ალერსიანი ძაღლი; ძლიერად განვითარებული სამონადირეო ინსტიქტით; საშუალო სიმაღლის, პროპორციული აგებულების, ელეგანტური მოძრაობების და ლამაზი გარეგნობის მქონე.

თავი და ქალა: თავი – გრძელი, მშრალი, მკვეთრად გამოხატული გადასვლით შუბლიდან დრუნჩისკენ. ქალა – ოვალური; ყბები კარგად განვიTარებული; ნესტოები – ფართოდ დაყენებული; ცხვირის წვერი – შავი ან მუქი ყავისფერი, ბეწვის ფერის შესაბამისად; თვალები – მრგვალი ფორმის, სწორად დაყენებული და რაც უფრო მუქია, მით უკეთესია; ყურები – საშუალო სიგრძის, დაბლა დაყენებული, დაშვებული ნაკეცებად და მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე, ყურის ზედა ნაწილი დაფარულია წვრილი აბრეშუმისმაგვარი ბეწვით; კისერი – გრძელი, მშრალი, დაკუნთული; კანი – ნაკეცების გარეშე; ტანი – ზომიერი სიგრძის, ზურგი მოკლე და სწორი; წელი – მოკლე, ფართო, მაგარი და დაკუნთული; მკერდი საკმაოდ ღრმა.

წინა კიდურები: ბეჭები ირიბად დაყენებული, გრძელი; მხრები კარგად განვითარებული კუნთებით.

უკანა კიდურები: თეძოები კარგად განვითარებული, რელიეფური, გრძელი; მუხლისთავები მრგვალი, ძლიერი; წვივები – გრძელი; ხტომის კუნთები – კარგად განვითარებული.

კუდი – საშუალო სიგრძის, სწორი ან ხმლისებური.

ბეწვის საფარი: ბეწვი თავზე და ფეხების წინა მხარეზე – მოკლე; ყურებზე და მთელ ტანზე – გრძელი, ოდნავ ტალღოვანი და ბრწყინვალე.

ფერი: თეთრი, შავი, ყვითელი, აგურისფერი, მუქი ყავისფერი ლაქებით ან წინწკლებით. შეიძლება იყოს სამფეროვანი, ანუ თეთრ ფონზე შავი და წითური ნიშნებით. უპირატესობა ენიჭება წვრილწინწკლებიანს და არა ფართოლაქებიანს.

წონა: ხვადი 27-30კგ, მდედრი – 25-28კგ;

სიმაღლე: ხვადი – 64,8-68,5სმ, ძუ – 61-65სმ.

ნაკლოვანებები: უხეში, მასიური მხრები; მოკლე და წაწვეტებული დრუნჩი; განუვითარებელი კეფის ბორცვი; მაღლადაყენებული ყურები; ძალიან გრძელი წელი; ფართოდგაშლილი თათები; უკანა კიდურების პირდაპირი დგომი; ვიწრო გავა; მაღლა აწეული კუდი; შეზღუდული მოძრაობები.


შოტლანდიური სეტერი                                                           ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: ძლიერი, მუშა ძაღლია, აბსოლუტურად პროპორციული და ჰარმონიული აგებულების მქონე.

თავი და ქალა: თავი მასიური, მშრალი. ქალას ნაწილი – ოდნავ მომრგვალებული, ყურებს შორის ფართო. მკვეთრად გამოხატული გადასვლა შუბლიდან დრუნჩისკენ. ზედა ტუჩი მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ბიბილო მსხვილი და ფართო, გაშლილი შავი ნესტოებით.
თვალები – სწორად დაყენებული, ნორმალური სიდიდის, მუქიყავისფერი, მშრალი ქუთუთოებით. მზერა – ჭკვიანი და მშვიდობიანი. ყურები – დაკიდული, დაბლადასმული, საშუალო სიდიდის, წვრილი, მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – გრძელი, მშრალი, კანის ნაკეცების გარეშე.

ტანი – გრძელი და ღრმა გულ-მკერდი, საკმაოდ ამობურცული ნეკნებით. ზურგი – ძლიერი, სწორი. გავა – ფართო, დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.

წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ფართო, ბრტყელი, ირიბად დაყენებული. წინამხრები – გრძელი, ოვალური.

უკანა კიდურები: თეძოები და წვივები – გრძელი, დაკუნთული და ძლიერი. ხტუნვის სახსრები კარგად გამოხატული კუთხეებით, ერთმანეთის პარალელური. მუხლის სახსრები მომრგვალებული. კუდი – შედარებით მოკლე, სწორი, ოდნავ ხმლისებური ფორმის. ფუძეში მსხვილი და ბოლოსკენ დავიწროებული.

ბეწვი – თავზე, ფეხების წინა ნაწილზე და ყურის ბოლოებში – მოკლე და აბრეშუმისმაგვარი. თანის სხვა ნაწილებში საშუალო სიგრძის, აბსოლუტურად სწორი. ყურების ზედა ნაწილში ბეწვი გრძელი და რბილი. ფეხების უკანა მხარეს გრძელი და წვრილი.

შეფერილობა – ლაკისებრი შავი, პრიალა, წითელ-წითური ან წაბლისფერი თრთვილით (რუჯით), შავი წერტილები დასაშვებია თათებზე და ქვედა ყბის ქვეშ. თეთრი ნიშანი მკერდზე დასაშვებია, მაგრამ რაც ნაკლებია, მით უკეთესია.

ნაკლოვანებები: ზოგადი შთაბეჭდილება, უბრალოება. თავი წაწვეტებული ფორმის; მოკლე დრუნჩი; თავი – ძალიან პატარა, ან ძალიან მსხვილი; სწორი მხრები და სუსტი ან კუზიანი ზურგი. გაშლილი მკერდი ბრტყელი თათები. კუდი ძალიან გრძელი, არასწორი.


ამ ჯიშმა თავისი სახელწოდება, თავისი შემქმნელის ჰერცოგ გორდონის საპატივცემულოდ მიიღო. თავდაპირველად შოტლანდიური სეტერი იყო მძიმე, ნელი ძაღლი, კვალზე ძებნის თანდაყოლილი ინტერესით. ეს თვისება მისი მეძებარი წინაპრებისგან ან ბლიდჰაუნდთან შეჯვარებისგან შემორჩა. ამავე წარმოშობისაა მისი წითლად-წითური ცეცხლოვანი ელვარება, რომელიც ბევრს ირლანდიურ სეტერთან შეჯვარების შედეგი ჰგონია. მიუხედავად მისი შედარებით დიდი ზომებისა, სეტერ-გორდონს ყველაზე მეტი წინაპირობა აქვს სამონადირეო სამუშაოსთვის, მინდორში ძებნის, ტყეში მუშაობის, ნანადირევის თუ სისხლის კვალზე გასვლის, აგრეთვე წყალში მუშაობისთვის.

სტანდარტი:

ზოგადი აღწერილობა: ძლიერი, მუშა ძაღლია, აბსოლუტურად პროპორციული და ჰარმონიული აგებულების მქონე.

თავი და ქალა: თავი მასიური, მშრალი. ქალას ნაწილი – ოდნავ მომრგვალებული, ყურებს შორის ფართო. მკვეთრად გამოხატული გადასვლა შუბლიდან დრუნჩისკენ. ზედა ტუჩი მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ბიბილო მსხვილი და ფართო, გაშლილი შავი ნესტოებით.
თვალები – სწორად დაყენებული, ნორმალური სიდიდის, მუქიყავისფერი, მშრალი ქუთუთოებით. მზერა – ჭკვიანი და მშვიდობიანი. ყურები – დაკიდული, დაბლადასმული, საშუალო სიდიდის, წვრილი, მჭიდროდ მიკრული ღაწვებზე.
კისერი – გრძელი, მშრალი, კანის ნაკეცების გარეშე.

ტანი – გრძელი და ღრმა გულ-მკერდი, საკმაოდ ამობურცული ნეკნებით. ზურგი – ძლიერი, სწორი. გავა – ფართო, დაკუნთული, ოდნავ დაქანებული.

წინა კიდურები: ბეჭები – გრძელი, ფართო, ბრტყელი, ირიბად დაყენებული. წინამხრები – გრძელი, ოვალური.

უკანა კიდურები: თეძოები და წვივები – გრძელი, დაკუნთული და ძლიერი. ხტუნვის სახსრები კარგად გამოხატული კუთხეებით, ერთმანეთის პარალელური. მუხლის სახსრები მომრგვალებული. კუდი – შედარებით მოკლე, სწორი, ოდნავ ხმლისებური ფორმის. ფუძეში მსხვილი და ბოლოსკენ დავიწროებული.

ბეწვი – თავზე, ფეხების წინა ნაწილზე და ყურის ბოლოებში – მოკლე და აბრეშუმისმაგვარი. თანის სხვა ნაწილებში საშუალო სიგრძის, აბსოლუტურად სწორი. ყურების ზედა ნაწილში ბეწვი გრძელი და რბილი. ფეხების უკანა მხარეს გრძელი და წვრილი.

შეფერილობა – ლაკისებრი შავი, პრიალა, წითელ-წითური ან წაბლისფერი თრთვილით (რუჯით), შავი წერტილები დასაშვებია თათებზე და ქვედა ყბის ქვეშ. თეთრი ნიშანი მკერდზე დასაშვებია, მაგრამ რაც ნაკლებია, მით უკეთესია.

ნაკლოვანებები: ზოგადი შთაბეჭდილება, უბრალოება. თავი წაწვეტებული ფორმის; მოკლე დრუნჩი; თავი – ძალიან პატარა, ან ძალიან მსხვილი; სწორი მხრები და სუსტი ან კუზიანი ზურგი. გაშლილი მკერდი ბრტყელი თათები. კუდი ძალიან გრძელი, არასწორი.


 ვიამარული მეძებარი                                                             ვეიმარული მეძებრები უძველეს მეძებართა რიცხვს მიეკუთვნებიან. ვარაუდობენ, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ ყავისფერი შეფერილობის გერმანული მეძებრების პირველადი სახეობიდან. შემდეგ მოხდა მუტაციური ცვლილებები მათ შეფერილობაში, რომელიც შემდგომი სელექციური მუშაობითაც განმტკიცდა.
პირველად, ეს მეძებრები აღწერეს ვეიმერელ ერცჰერცოგ კარლ ავგუსტის სამეფო კარზე XIX საუკუნის დასაწყისში. სხვა, უფრო გვიანი წყაროები, მოგვითხრობს, რომ მათი სამშობლო იყო ჩეხეთი და კარლ ავგუსტმა ჩამოიყვანა ისინი ვეიმარში, თუმცა ეს წყაროები ჯერ კიდევ კარგად შესწავლილი არ არის.
ვეიმარულ მეძებრებს აქვთ კარგი სამონადირეო თვისებები, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია ალღო, სამუშაოთი დაინტერესება, ბრაზიანობა და სიფხიზლე, ამიტომაც მათ განსაკუთრებით მეტყევეები ამრავლებენ. გარდა ამისა, მათ იყენებენ სამსახურებრივი დანიშნულებით, განსაკუთრებით, აშშ-ში, ისინი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან პოპულარულები გახდნენ.

ამ ჯიშის ერთერთი თავისებურება ისაა, რომ ლეკვებს ახასიათებს ფერის ასაკობრივი ცვლა, ისინი ორი თვის ასაკამდე ნაცრისფერ-ცისფერი შეფერილობისაა, აქვთ ლურჯი თვალები, მესამე თვიდან მათი ბეწვი იძენს მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ელფერს, ხოლო თვალები ქარვისფერი-ყვითელი ფერის უხდებათ. საბოლოოდ ბეწვის და თვალის ფერი უყალიბდებათ რვა თვის ასაკისთვის.

არსებობს ვეიმერული მეძებრების სამი სახესხვაობა, რომლებიც მხოლოდ ბეწვით განსხვავდებიან: მოკლებეწვიანი, გრძელბეწვიანი, უხეშბეწვიანი. ბოლო დრომდე ამ სახესხვაობის ძაღლების ერთმანეთთან შეჯვარება ხდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში არის მცდელობა მოხდეს მათი სუფთა გამოყვანა, ანუ ერთმანეთთან შეჯვარების გარეშე. ამ სახით მიიღება სამი დამოუკიდებელი ჯიში.

სტანდარტი:
ვაიმარული მეძებარი ელეგანტური, საშუალოზე მაღალი, პროპორციული აგებულების ძაღლია. ხვადების სიმაღლე 59-70სმ-ია, ძუების – 57-65სმ. წონა – 23-32კგ.

თავი – არისტოკრატული, საკმაოდ წაგრძელებული ფორმის, ტანთან პროპორციული შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა ნაკლებად გამოხატული. დრუნჩი გრძელი, ბოლოსაკენ შევიწროვებული. ცხვირის წვერი განიერი. ღაწვები მკვეთრად გამოხატული. შუბლის კეხი ოდნავ ამობურცული.

თვალები – მომრგვალებული ფორმის, ოდნავ ირიბად განლაგებული. ბაციდან მუქ-ქარვისფერამდე სხვადასხვა ტონალობის.

ყურები – მაღლა განლაგებული, ჩამოკიდებული, საკმაოდ გრძელი, ბოლოში მომრგვალებული.

კისერი – დაკუნთული, ზომიერი სიგრძის.

ზურგი – სწორი, ოდნავ გრძელი, მაგრამ არა-სუსტი. ქეჩო კარგად გამოხატული. მკერდი განიერი და ღრმა, იდაყვებამდე დაშვებული. ნეკნები გამოკვეთილი, გავა გრძელი, ზომიერად წაკვეთილი.

კიდურები – ხმელი, დაკუნთული, სწორად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.

თათები – შეკრული, მომრგვალო ფორმის, წაგრძელებული შუა თითები დასაშვებია.

ფერი – ვერცხლისფერ-რუხი, თაგვისფერი, რუხი სხვადასხვა ტონალობით, აგრეთვე ამ ფერებს შორის გარდამავალი ელვარებით. თავი და ყურები, ჩვეულებრივ, უფრო ბაცი ფერის. მკერდსა და თათებზე დასაშვებია თეთრი ლაქები.

ბეწვი – მოკლებეწვიანებს – მოკლე, რბილი და პრიალა; უხეშბეწვიანებს – მოკლე, უხეში და ხისტი; გრძელბეწვიანებს – გრძელი, ფაფუკი, კუდზე ლამაზი ანაჩეჩით.

კუდი – 2/3-ზე კუპირებული, ქვემოთ დამდგარი, რითაც სხვა მეძებრებისგან განსხვავდება. უჭირავს ჰორიზონტალურად. გრძელბეწვიანებს კუდის კუპირებისას აშორებენ 2-3 მალას.


  

კატეგორია: ნადირობა ცხოველებზე | ნანახია: 3667 | დაამატა: nadiroba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz