მტაცებელი ფრინველები მკვლელებად იბადებიან და ფრინველთა სამყაროს ყველაზე ულმობელი მონადირეები არიან. ბუნებამ ისინი დააჯილდოვა მახვილი თვალებით, ბასრი ბრჭყალებითა და განმგმირავი ნისკარტით. ტერმინი მტაცებელი ფრინველი ხშირად იხმარება შევარდნისნაირთა რიგის წარმომადგენლებთან. აღნიშნული რიგი სამასამდე სახეობას შეიცავს, მათ შორის არწივს, ქორს, კაკაჩას და შევარდენს. თუმცა ყველა მონადირე ფრინველი არ არის მტაცებელი. მაგალითად, ბუს ყველაზე მახვილი თვალი და არწივის მსგავსი ბასრი ბრჭყალები აქვს, თუმცა მას მტაცებლებს არ მიაკუთვნებენ.
მტაცებელი ფრინველები ხორცით იკვებებიან (ნადირობენ რა მწერებზე, ჩიტებზე, რეპტილიებსა და ძუძუმწოვრებზე). ნანადირევის მირთმევისას მათ ეხმარებათ ბუნებისაგან ბოძებული ბასრი და განმგმირავი ნისკარტი, რომელიც მ...