შაბათი, 21.06.2025, 23:30 | მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა |
|

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » იხვი
|
იხვი  იხვი საქართველოს ტერიტორიაზე გვხდება სხვადასხვა სახის (გარეული, რუხი, ბოლოსადგისა, კოკროჭინა და სხვა). თითქმის ყველა ისინი გადამფრენი არიან, მხოლოდ გარეული იხვი ნაწილობრივად ბუდობს საქართველოს ზოგიერთი მდიანარის, ტბისა და ჭაობის ნაპირებზე, მაგალითად, ჯავახეთის ტბებზე ახალ ქალაქისა და ბოგდანოვკის რაიონებში.
ზემოდ აღნიშნული იხვებიდან ყველაზე მეტი ეკონომიური მნიშვნელობა აქვს გემრიელი ხორცის მქონე იხვს-გარეულ იხვსა და კოკროჭინა იხვის ორ სახეს - იხვინჯა-კოკროჭინას და იხვინჯა - ევრაზიულს. იხვებზე ნადირობა ჩნდება მდინარეებისა და საერთოდ, წყალსატევების ნაპირებზე გავლით ამგვარი ნადირობა განსაკუთრებით წარმატებულია წყალსატევებიდან ან ნდირევის გამომტანი ძაღლის გამოყენებით. ყველზე უფრო გამოსადეგია სპანიერი, რომელიც გატაცებით, ხშირად ცურაობითაც ეძებს მოკლულ იხვს.
მიმზიდველია დაჭაობებულ ადგილებში ნადირობა. ყოველ მხარეს ორი მონადირეა, მათგან ერთი მონადირე მარჯვენა მხარეზეა, მეორე კი - მარცხენაზე. ასეთი წესით ნადირობისას მონადირეებს არ უჩდებათ მოკლული იჩვების ასაღებად წყალზე გადასვლა და გაადვილებულია მოპოვებაც, ვინაიდა წყლის ერთ მხარეს აფრენილი იჩვები ჩვეულებრივად მეორე მხარისაკენ მიფრინავენ, სადაც მეორე მონადირეა.
ტბაზე ან დიდ ჭაობში ნავით ნადირობისას ორი მონადირეა ერთ ნავში. ნავი მიჰყავთ რიგრიგობით ხან ერთ მონადირეს, ხან მეორეს. უნიჩბო მონადირის გატენილი თოფი მზად უჭირავს და ესვრის შეხვედრილ იხვს ნადირობის დამთავრებისას ნადავლი თანაბრად იყოფა.
იხვებთან ნავით მიცურებას სჯობს ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით იმისათვის, რომ იხვებმა ვერ გაიგონ წყალზე ნავის სრიალი და ნიჩბების ჩქაფუნი. ადრე შემოდგომაზე იხვებზე სანადიროდ უფრო შესაფერისია 5-6ნომერი საფანტი
|
კატეგორია: მონადირეებს რჩევები |
ნანახია: 713 |
დაამატა: nadiroba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
 |  |