შაბათი, 21.06.2025, 20:03მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » კაკაბი
14:31
კაკაბი

კაკაბი ეს მეტად ლამაზი და გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი ჩვენი განსაკუთრებიტ აღმოსავლეტ საქართველოს მონადირეთათვის, მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო სპორტული სანადირო ობიექტია. კაკაბის გავრცელების ბუნებრივი პირობები, რომელშიაც ის ბუდობს და თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ატარებს არის მთიანი, უტყეო, ძეძვით დაფარული ქვისნარი ადგილები. უდაბნოების კლდოვანები, ზოგჯერ კი დაბლობიც, განსაკუტრებით ზამტარში როდესაც მთები თოვლითაა დაფარული.
კაკაბი ცოტა თუ ბევრად ძნელად სასიარულო ადგილებში ბუდობს. კაკბის ამოფრენისა და მისი ფრენის დიდი სისწრაფე, წრილობისადმი(სხვა ფრინველებთან შედარებით) მეტი გამძლეობა, სიმარდე და მიმალვის უნარი საინტერესოს ხდის ამ ფრინველის მოსაპოვებლად გაწეულ სრომას და დიდ სპორტულ ხალისს იწვევს მონადირეში.

კაკაბი ჩვენში თითქმის ყველგან გვხვდება, მრავლადაა იგი აღმოსავლეთ საქართველოში _ კახეთში, მესხეთში, ქართლში, ნაკლებადაა დასავლეთ საქართველოში; მცირე გუნდებად მას ვხვდებით რაჭაში, ზემო იმერეთის მაღლობებზე და აჭარაში.

გაზაფხულზე კაკაბი წყვილდება. ბუდეს მიწაზე ბუჩქის ძირში ან მაღალ ბალახებში იკეთებს. დებს 7-14, ზოგჯერ 20 კვერცხს. კრუხობაში მამალი დედალს შველის, ბუდეს სდარაჯობს. 24-26 დღესი ბარტყები იჩეკებიან, რის სემდეგ ორივე მშობელი დიდი მზრუნველობით უვლის თავიანთ შვილებს. ძაფხულის დამლევსა და შემოდგომის დასაწყისში ოჯახები გუნდებად ერთიანდებიან და შემოდგომა ზამთარს ამ სახით ატარებენ.
კაკაბზე ნადირობა შეიძლება კარგად დაგეშილი, გამგონე მეძებარი ძაღლით. ნადირობენ აგრეთვე უძაღლოდაც. მას ეძებენ დამახასიათებელ ადგილებზე და ზოგჯერ მინდორში ან გორაკზე გამოფენილ გუნდებს წამოშლიან ხოლმე.

მიმაგრებული სურათი

კატეგორია: მონადირეებს რჩევები | ნანახია: 840 | დაამატა: nadiroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz