შაბათი, 21.06.2025, 23:47მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

საიტის მენიუ

შემოდი მონადირევ

კლენდარი მონადირეს

«  ნოემბერი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

კითხვა მონადირეს

რაზე გიყვართ ნადირობა
სულ პასუხი: 80
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 22 » ხოხობი
14:10
ხოხობი
ხოხობი      
ხოხობი საქართველოს ფაუნის ეს მშვენება ჩვენი მონადირეების საყვარელი სანადირო ფრინველია. საქართველოში ბინადარ ხოხობს ქართულ ანუ კოლხურ ხოხობს უწოდებენ. იგი მკვეთრად განსხვავდება ევროპული სანადირო, ანუ პარკის ხოხობისაგან, რომელიც მომცრო ტანისაა,ყელზე თეთრი საყელო და ფრთებზე თეთრი ლაქები აქვს, აგრეთვე თურქმანულის, ოქროსებრის, ვერცხლისებრისა და სხვათაგან. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება.

საქართველოში ხოხობი მრავალ ადგილას გვხვდება- დასავლეთ საქართველოში: შავი ზღვის პირას, აფხაზეთში, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, ოზურგეთის, აბაშის რაიონებში; აღმოსავლეთ საქართველოში: კახეთში თითქმის ყველგან, განსაკუთრებით კი გურჯაანის,სიღნაღის, საგარეჯოს, წითელწყაროს, ყვარლისა და თელავის რაიონებში; ქართლში-გარდაბნის,მარნეულის, მცხეთისა და კასპის რაიონებში.
ხოხბის საბინადრო ადგილი მეჩხერი, კენკროვანი მცენარეებით დაფარული ტყისპირა ბუჩქნარია, სადაც ბლომადაა ქაცვი, ეკალღიჯი, მაყვალი, შინდი კუნელი, ზღმარტლი, ასკილი კვიდო. Aმ ადგილებში ბინადრობა და ბუდობა ხოხობს მით უმეტეს ემარჯვება თუ ამ ადგილებს გარს აკრავს პურის ყანები, მზესუმზირას პლანტაციები, სიმინდით და ფეტვით დაფარული ფართობები.

ხოხობი ჩვეულებრივად წელიწადში ერთხელ ბუდობს, ხოლო თუ რაიმე სტიქიური უბედურებით ან სხვა მიზეზით ბუდე მოესალა, ხელმეორედ დებს კვერცხებს და კრუხად ჯდება. ბუდეში რომელსაც ეკალ_ბარდში ჩაღრმავებულ ადგილზე იკეთებს, ხმელ ბალახს აფენს და შიგ 10-12 კვერცხს დებს. Dედალი კვერცხებზე 24-26 დღე ზის. Mამალი პოლიგმია და წიწილების გაზრდაში არავითარ მონაწილეობას არ იღებს. ხოხბის წიწილები პირველად მწერებით,მათი კვერცხებითა და ჭიაღუათი იკვებება, სემდეგ კი მცენარეულით, რომელთა მოსაპოვებლად დედალს ისინი ახლომდებარე ადგილებში გაჰყავს. Aგვისტოს დამლევსა და სექტემბერში დილით და საღამოთიდედასთან ერთად წიწილები გადიან მარცვლეულის ყანებში, სუადღისას და საღამოთი კი ბრუნდებიან საბინადრო ადგილზე.

ხოხობზე ჩვენში თავისუფალი და განუსაზღვრელი ნადირობა ნებადართული არ არის. ხოხბის მოპოვება შეიძლება მხოლოდ ერთდროული ნებართვით დ აიმ ორგანიზაციების დასტურით, რომელთა სანადირო სავარგულებშია გავრცელებული ეს ფრინველი.
ხოხობს მოიპოვებენ უმთავრესად თოფით, კარგად გაწვრთნილი და მუყაითი, ბუჩქებში კარგად შემსვლელი მეძებრის ან მდევრის დახმარებით.ყველაზე საინტერესო და სპორტული სიამოვნების მომგვრელია, როდესაც მეძებარი ძაღლი ტყის პირას ახლად მომკილ მაღალ ნაწვერალში ფართო პარალელებით ზებნის შედეგად სვლას შეაჩერებს, რამდენიმე ნაბიჯს წინ წადგამს, თითქოს რაღაც შეამჩნია დამ ას ეპარებაო, და მტლიცე ნაბულზე შეჩერდება. Mონადირე ამ დროს უახლოვდება ძაღლს, უბძანებს წინ წაწევას, ძარლიც რამოდენიმე ნაბიჯს გადადგამს და მაღლად აწვერილი ნამჯიდან გრძელკუდა ხოხობი მაშხალასავით ამოიჭრება, ჯერ სწორად ავა ჰაერში , სემდეგ კი ფრთებს გაშლის, გასწორდება და მონადირის პირდაპირ მიწის პარალელურად პლანერივით გაფრინდება.
კატეგორია: მონადირეებს რჩევები | ნანახია: 769 | დაამატა: nadiroba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
Copyright MyCorp © 2025 | Website builder - uCoz